"მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან საკმაოდ ბევრი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია.
„პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. 400-მდე პირია ხელოვნურ ვენტილაციაზე, რომლებიც არიოან კრიტიკულად მძიმე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო. სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით ორი-სამი კვირით ინაცვლებს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ანუ ორი-სამი კვრის შემდეგ ვლინდება ხოლმე სიკვდილიანობის ზრდა. დღევანდლეი მაჩვენებელი- გარდაცვალების 49 შემთხვევა საკმაოდ მაღალია, 29 არის ჩვენთვის აბსოლუტურ რაოდენობაში ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია ქვეყანაში, რაც დღეს ტარდება. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქების პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"