CNN: რა ვიცით ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ
გერმანული ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული კორპორაცია Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას პრეპარატის მწვავე გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
გამის შესახებ CNN წერს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვაქცინის ყველაზე გავრცელებულ გვერდით ეფექტებს ინექციის ადგილას გამონაყარი, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი და სიცხე წარმოადგენს.
ვაქცინის მწვავე გვერდითი მოვლენები კლინიკურ კვლევაში მონაწილეთა 4,6%-ზე ნაკლებში გამოვლინდა და მათ რიცხვს უმეტესად ხანდაზმული პირები წარმოადგენენ.
CNN ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა სხვა ჯგუფებისთვის, კერძოდ ორსულებისა და 16 წლამდე ბავშვებისთვის.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სპეციალური გაფრთხილება გასცა, რომ მწვავე ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს გერმანიის ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკელი პარტნიორი Pfizer-ის მიერ შემუშავებული პრეპარატით ვაქცინაცია არ ჩაუტარდეთ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს