"შეზღუდვების გაფართოების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა"
როგორც იმნაძემ აღნიშნა, შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, პროგნოზების მიხედვით, გარდაცვალების გაცილებით მეტი შემთხვევა დაფიქსირდებოდა და საქართველოში კოშმარული ზამთარი დადგებოდა.
„სამწუხაროდ, ფაქტია, ჯერ იმის იმედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება მნიშვნელოვანი კლება კორონავირუსის ახალი შემთხვევების, ასე არ არის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მატება კატასტროფული არ იყოს. აქედან გამომდინარე, იმედი იმის, რომ ცოტათი მაინც დასტაბილურდება ვითარება, უნდა გვქონდეს ათი-თოთხმეტი დღის შემდეგ. ჩვენ ძალიან ცუდი გრძელვადიანი პროგნოზები გვაქვს, ესეც შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილიყო, არ დაწესებულიყო ის შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან შედის ძალაში, დაახლოებით ოთხჯერ მეტ ადამიანს დავკარგავდით გაზაფხულისთვის. რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება, მგრამ უბრალოდ მე არც მინდა ვთქვა, რადგან ადამიანებს მეტად არ შეეშინდეთ იმ რეალობის, რაც ჩვენ გველოდა რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რაც არის პროგნოზები არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიც. აკრძალვების, შეზღუდვების გარეშე ჩვენ გველოდა კოშმარული ზამთარი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"