"ვაქცინა, რასაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს ე.წ. კოვაქსის პლატფორმაზე ვაქცინას, საქართველოსთვის ის იქნება ხელმისაწვდომი.
გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან დღევანდელი მოცემულობით, არც ერთ მარეგულირებელს ვაქცინა არ დაუმტკიცებია.
ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება.
„ჯერ არც ერთ მარეგულირებელს ვაქცინა არ დაუმტკიცებია. ამერიკის წამლის და საკვების ადმინისტრაცია არის ერთ-ერთი უმკაცრესი, განაცხადს რომ შეიტან, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად დაგიმტკიცებენ, ის გადის ძალიან ბევრ ექსპერტიზას. ჩვენ დამოკიდებული ვართ კოვაქს პლატფორმაზე, ანუ როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება. კონტრაქტი არსებობს, პირველი შენატანი გაკეთებულია და ჩვენ მივიღებთ 700 000 ადამიანისთვის ასაცრელ ვაქცინის მილიონ 400 000 დოზას. ეს იქნება თებერვალში, მარტში, ჯერ დაბეჯითებით ამის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ დაამტკიცებს კოვაქსისის პლატფორმაზე ამ სამი, თუ ოთხი ვაქცინიდან რომელიმეს. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ თვითონ ამ მწარმოებლებთან. რასაც სახელმწიფო შემოიტანს, რათქმა უნდა, ეს იქნება უფასო მოსახლეობისთვის, იქნება სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი