ჭიათურაში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
ჭიათურაში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ექიმი ,რომელიც პანდემიის დროს თავდაუზოგავად იბრძოდა ადამიანების გადასარჩენად, თავად ემსხვერპლა ვირუსს.
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს "ჯეო ჰოსპიტალსის" ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაღალკვალიფიციური ექიმის ,დარეჯან დევიძის გარდაცვალების გამო. ექიმი, რომელიც პანდემიის დროს თავდაუზოგავად იბრძოდა ადამიანების გადასარჩენად, სამწუხაროდ, თავად ემსხვერპლა ვერაგ ვირუსს. ქედს ვიხრით ექიმ დარეჯან დევიძის ხსოვნის წინაშე! ასეთ უშიშარ, მებრძოლ გმირებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა! იმედია, პანდემია მალე ჩაივლის და ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებს სათანადო პატივი მიაგოს ბრძოლის ველზე დაღუპილი გმირი ექიმის ხსოვნას",- აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე